პარიზში 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია შედგა, სადაც წლის საუკეთესო მოთამაშედ ლიონელ მესი დასახელდა, რომელმაც გამოკითხვაში რობერტ ლევანდოვსკის აჯობა და ოქროს ბურთი კარიერაში მეშვიდედ მოიგო.
როგორც მოგვიანებით ლევანდოვსკიმ აღნიშნა, შედეგები მან 1 კვირით ადრე იცოდა:
'შედეგები ერთი კვირით ადრე გავიგე და ძალიან მოვიწყინე, ცუდად ვიყავი... დამშვიდება ვცადე, მაგრამ ეს ყველაფერი თამაშამდე ერთი დღით ადრე შევიტყე, რის გამოც მოედანზე გასვლა ადვილი არ ყოფილა.
ვაფასებ და ვამაყობ იმით, რასაც მივაღწიე, მაგრამ მაინც მოვიწყინე, ეს ერთი ან ორი დღე არ გაგრძელებულა... უკმაყოფილო ვარ და ამ გრძნობის გავლას რაღაც დრო დასჭირდება', - თქვა ლევანდოვსკიმ.