მიუნხენის ბაიერნის ფრანგმა მცველმა, ლუკას ერნანდესმა ესპანურ და გერმანულ ფეხბურთში არსებულ განსხვავებებზე ისაუბრა:
'გერმანიაში ფეხბურთი უფრო ფიზიკურ სიძლიერეზეა და მეტად ინტენსიურია. პირადად ჩემთვის, ეს მომგებიანია. რაც შეეხება ესპანეთს, იქ მეტი აქცენტი ტექნიკაზე, ბურთის ფლობაზე და პასებზე კეთდება', - განაცხადა ერნანდესმა.
შეგახსენებთ, 26 წლის მცველი ბაიერნში 2019 წელს, სწორედ ლა ლიგის ბინადარი ატლეტიკოდან 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოვიდა.