8 დეკემბერს, 23:55 საათზე, მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრაში შინ ბარსელონას მიიღებს.
მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ჩავის განკარგულებაში 19 წლის სუპერ-ტალანტი ანსუ ფატი არ იქნება, მიუხედავად ფეხბურთელის სურვილისა, კლუბის ბოსებს გარისკვა არ სურთ და როგორც ესპანური გამოცემა AS ირწმუნება, ბაიერნთან მატჩისთვის ფატი განაცხადში არ იქნება.
ცნობისთვის, კატალონიურ გუნდს ბაიერნის წინააღმდეგ გამარჯვება სჭირდება იმისთვის, რომ პლეი-ოფში გავიდეს, ან პარალელურ შეხვედრაში ბენფიკამ შინ დინამო კიევს ვერ უნდა მოუგოს.