ბარსელონას თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მოახლოებულ, მე-6 ტურის მატჩზე გააკეთა კომენტარი, სადაც კატალონიური გუნდი ბაიერნს დაუპირისპირდება:
'გამარჯვებისთვის საჭიროა, რომ ფსიქოლოგიურად კარგად ვიყოთ მომზადებულები. ეს ფინალივით მატჩია, წინ 90 წუთი გვაქვს და მასქიმუმი უნდა გავიღოთ.
ცხადია, ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა ანგარიშით ითამაშებს ბენფიკა, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ და მოგებას შევეცადოთ.
რა თქმა უნდა ბაიერნზე შურისძიება გვინდა, ალბათ ეს ჩვენი ბოლო შანსია. ყველაფერი რწმნებით იწყება - ჩვენ ვართ ბარსა, ასე რომ, ყველაფერია შესაძლებელი', - თქვა დეპაიმ.