ლიონის ამჟამინდელმა და მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე ისაუბრა:
'ამის თაობაზე ჰანს ფლიკს ველაპარაკე - უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ ლიონში კარგად და სტაბილურად ვითამაშო.
არც ის უნდა დაგავიწყდეთ, რომ პრესეზონი არ გამივლია და სეზონის სტარტზე, ყველა თამაშის ჩატარება 90 წუთი ვერ შევძელი', - თქვა ბოატენგმა.