ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ბაიერნმა შინ ბარსელონა მიიღო და მეტოქე 3:0 გაანადგურა.
აღნიშულ შეხვედრაში თავი გოლებით ტომას მიულერმა, ლეროი სანემ და ჯამალ მუსიალამ გამოიჩინეს.
დღევანდელი გატანი გოლით, მიულერი ერთადერთი გერმანელი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 50 ან მეტი გოლის გატანა მოახერხა.
ცნობისთვის, აქედან 8 გოლი გერმანელმა შემტევმა სწორედ ბარსელონას კარში გაიტანა.