მიუნხენის ბაიერნის ბოსები იმედოვნებენ, რომ რობერტ ლევანდოვსკი კლუბთან არსებულ კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
გერმანული მედიის ინფორმაციით, რეკორდმაისტერში ერლინგ ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერს სერიოზულად აღარც კი განიხილავენ - როგორც ირკვევა, მიუნხენელები ნორვეგიელ ვარსკვლავს მეტისმეტად მაღალი ფასისა და პლუს, დიდი ხელფასის გამო იწუნებენ.
ბაიერნი მზადაა, რომ 33 წლის რობერტ ლევანდოვსკის კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივოს, რადგანაც კლუბში ღმრად სწამთ, რომ პოლონელი ფორვარდი უმაღლეს დონეზე თამაშს კიდევ რამდენიმე წელი შესძლებს.
ცნობისთვის, რობერტ ლევანდოვსკისა და მიუნხენის ბაიერნს შორის მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული.