ცოტა ხნის წინ დასრულდა გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურის შეხვედრა, სადაც მიუნხენის ბაიერნმა შინ მაინცი მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ბაიერნის მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი ბუნდესლიგის რეკორდსმენი გახდა - კერძოდ, ნაგელსმანი ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია (34 წლის და 141 დღის), რომელმაც გერმანიის ჩემპიონატში 100 მატჩის მოგება მოახერხა.
ცნობისთვის, ნაგელსმანმა თავისი პირველი და მე-100 საიუბილეო შეხვედრაც მაინცს მოუგო.