ცნობილი ფაქტია, რომ მიუნხენის ბაიერნის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს რეალ მადრიდში მუშაობის საშუალება ჰქონდა.
აღნიშნულ საკითხზე, თავად გერმანელმა სპეციალისტმაც ისაუბრა:
'ჰოფენჰაიმში მუშაობა სრულიად განსხვავებული რამ იყო ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა მწვრთნელისთვის - იქ ყველა მომუშავე პერსონალს ვიცნობდი, შესაბამისად ადაპტაციის პროცესიც სწრაფად და მარტივად გავიარე.
უეცრად სრულად ახალ კლუბში გადასვლა კი ძალიან განსხვავებული რამ არის. სავსებით ბუნებრივია, რომ ჰოფენჰაიმიდან ნაბიჯის წინ გადადგმა მსურდა, თუმცა ეს უმაღლესი ნაბიჯი არ უნდა ყოფილიყო.
სად ვხედავ ჩემ თავს ხუთი წლის შემდეგ? იმედი მაქვს, რომ კვლავ ბაიერნში ვიქნები', - განაცხადა ნაგელსმანმა.