დღეს, 13 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება.
აღნიშნული ღონისძიება თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება და მისი ყურება სილქ უნივერსალის პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება ბაიერნის სავარაუდო მეტოქეებს, ნაგელსმანი გუნდი ამ 7 პოტენციური მეტოქიდან ერთ-ერთს შეხვდება: პსჟ, სპორტინგი, ატლეტიკო, ინტერი, ჩელსი, ზალცბურგი, ვილიარეალი.