დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე, ცნობილი გახდა, რომ მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნის მეტოქე ავსტრიული ზალცბურგი იქნება.
კალენდარი უკვე შედგენილია და ცნობილია, როდის გამართავენ გუნდები შეხვედრებს:
პირველი შეხვედრა: 16 თებერვალი | რედ ბულ არენა (ზალცბურგი) | 23:55 სთ
მეორე შეხვედრა: 8 მარტი | ალიანს არენა (მიუნხენი) | 23:55 სთ