2021/22 წლების ოქროს ბუცის ამჟამინდელ ფავორიტებში მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელთან, რობერტ ლევანდოვსკისთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად, ქართველი ფეხბურთელი ზაქარია ბეგლარიშვილიც მოხვდა.
მე-3 ადგილს ლევანდოვსკი იკავებს 19 გატანილი გოლით. მე-7 ადგილზეა ლივერპულის ეგვიპტელი შემტევი მოჰამედ სალაჰი (15), მე-10 ადგილს კი დორტმუნდის ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი იკავებს, რომელსაც 13 გოლი აქვს გატანილი.
რაც შეეხება ქართველ შემტევს, ზაქარია ბეგლარიშვილი 24 გატანილი გოლით მე-15 პოზიციაზეა. შეგახსენებთ, 31 წლის შემტევი ნახევარმცველი ესტონეთის ლევიადას ღირსებას იცავს.
სრული სია ასე გამოიყურება: