მიუნხენის ბაიერნის პოლონელმა ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ოქროს ბურთის დაჯილდოება კიდევ ერთხელ გაიხსენა და დაჯილდოებაზე, მესის წარმოთქმულ სიტყვებზე გააკეთა კომენტარი:
'მესის სიტყვებმა იმაზე, რომ ოქროს ბურთი დავიმსახურე, ჩემზე დადებითად იმოქმედა და ძალიან სასიამოვნო იყო. ეს არ ყოფილა ცარიელი სიტყვები, არამედ ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო ჩემს კარიერაში.
მესისთან პირად საუბარში მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გავცვალე, რადგანაც ჩემი ესპანური არც ისეთი კარგია. კილიან მბაპეს ინგლისურად ველაპარაკებოდი, შემდეგ კი ისი ლეოს უთარგმინდა. მთლიანობაში, შესანიშნავი საღამო იყო', - განაცხადა ლევანდოვსკიმ.