ეფენბერგმა პერიშიჩის ტრანსფერი შეაფასა

ეფენბერგმა პერიშიჩის ტრანსფერი შეაფასა

მიუნხენური გრანდის ყოფილმა ცენტრმა და კაპიტანმა, ლეგენდარულმა შტეფან ეფენბერგმა, ივან პერიშიჩის პოტენციური ტრანსფერიც შეაფასა.

ლეროი სანეს ტრავმის შემდეგ "რეკორდმაისტერი" ახალ ვარიანტებზე გადაერთო და ბოლო ინფორმაციით, მილანის "ინტერის" 30 წლის გარემარბი, ივან პერიშიჩი, ერთწლიანი იჯარით უკვე გაიფორმა.

"პერიშიჩი არანორმალური ფეხბურთელია. "ბაიერნში" სწორედ 30 წლის ასაკში გადავედი და წარმატებას მივაღწიე.

"ბაიერნი" ტრანსფერებზე მუშაობს და თუ პერიშიჩი მართლაც ერთ-ერთი ვარიანტია, მაშინ ის აუცილებლად უნდა დაიმატონ", - განაცხადა "ვეფხვმა".

ივან პერიშიჩს "რეკორდმაისტერი" ახალი სეზონისთვის იჯარით დაიმატებს და 25 მილიონ ევროდ მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება.


12-08-2019, 03:31
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2