ამ წუთებში დუბაიში საერთაშორისო სპორტული კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც მიუნხენის ბაიერნის ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკიც ესწრება.
პოლონელმა ფორვარდმა მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ჩატარებაზე ისაუბრა:
'მე არ ვარ ამ წამოწყების დიდი ფანი. ფეხბურთელებს ბევრი რთული მატჩის ჩატარება გვიწევს და ჩვენი კვირა ძალიან დატვირთული გამოდის.
მომავალზე უნდა ვიფიქროთ - თუ მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდება, მისი დონე, როგორც ტურნირის, აუცილებად დაიკლებს, რადგან ფეხბურთელებს დასვენება სჭირდებათ.
საბოლოო ჯამში, არ ვფიქრობ, რომ ამ 'პროექტის' განხორციელება შესაძლებელია', - განაცხადა ლევნადოვსკიმ.
ცნობისთვის, აღნიშნულ დაჯილდოებას კილიან მბაპეც ესწრება, ფრანგი ფეხბურთელი ლევანდოვსკის დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ხარისხთან ერთად, ფეხბურთელების ჯანმრთელობაზეც უნდა ვიფიქროთ.