დღეს, დუბაიში საერთაშორისო სპორტული კონფერენცია გაიმართა, რომელსაც მიუნხენის ბაიერნის ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკიც ესწრება.
აღნიშნულ ცერემონიაზე პოლონელმა ფორვარდმა VAR-ის სისტემაზე ისაუბრა:
'ჩემპიონთა ლიგის ორი ნახევარფინალი და მეოთხედფინალი წავაგე მსაჯების შეცდომის გამო, შესაძლოა ფინალში გავსულიყავით და მოგვეგო. ვფიქრობ, რომ VAR-ი კარგია, თუ მას სწორად გამოვიყენებთ', - განაცხადა ლევანდოვსკიმ.