გუშინ, დუბაიში საერთაშორისო სპორტული კონფერენცია გაიმართა, რომელსაც მიუნხენის ბაიერნის ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკიც ესწრება.
აღნიშნულ ცერემონიაზე პოლონელმა ფორვარდმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა:
'ამაზე არ ვფიქრობ. კმაყოფილი ვარ იმით, რაც ახლა მაქვს და სრულიად კონცენტრირებული ვარ მიმდინარე სეზონზე. ყოველწლიურად მიჩვეულ ვარ ჭორებს, მაგრამ ეს არ მაწუხებს. პრესას დიდ დროს არ ვუთმობ', - განაცხადა ლევანდოვსკიმ.