იტალიის ნაკრების და ნაპოლის თავდამსხმელი, ლორენცო ინსინიე დიდი ალბათობით ზაფხულიდან კარიერას MLS-ში გააგრძელებს. იტალიური მედის მტკიცებით, კანადური ტორონტო ფეხბურთელს სარფიან კონტრაქტს სთავაზობს.
საუბარია ყოველწლიურად ხელფასის სახით 12 მილიონ ევროზე, ბონუსის სახით კი 4.5 მილიონი ევრო, რაც გატანილ გოლებს და საგოლე პასებს გულისხმობს.
შეგახსენებთ, ინსინიეს გადაბირებით ბაიერნიცაა დაინტერესებული, თუმცა საეჭვოა, რომ კლუბმა იტალიელ ფეხბურთელს მსგავსი კონტრაქტი შესთავაზოს.
გარდა ამისა, ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ბაიერნში მნიშვნელოვანი ფინანსური დარღვევებია, რის გამოც მიუნხენის პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.