როგორც უკვე მოგახსენეთ, ბაიერნი ლიდსის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის, რაფინია დიასის ტრანსფერითაა დაინტერესებული და ფეხბურთელის გაფორმებას იანვრისთვის გეგმავს.
თუმცა, TNT Sports-ის ინფორმაციით, ლიდს ბაიერნისგან ოფიციალური წინადადება ამ დრომდე არ მიუღია. მეტიც, ინგლისური კლუბი 25 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს, რაც ხელფასის ზრდასაც მოიაზრებს, კონტრაქტის სავარაუდო ხანგრძლივობა 2024 წლის ივნისამდე იქნება გაწერილი.