როგორც უკვე მოგახსენეთ, მიუნხენის ბაიერნმა მაიკლ კუიზანსის ტრანსფერთან დაკავშირებით ორი ოფიციალური შეთავაზება მიიღო: ერთი - სერია ა-ს ბინადარი ვენეციასგან, ხოლო მეორე რუსეთის პრემიერლიგიდან, ცკს-ას მხრიდან.
როგორც ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, 22 წლის ფრანგმა შუახაზელმა საბოლოო არჩევანი იტალიურ კლუბზე შეაჩერა. იგივე წყაროს მტკიცებით, ვენეცია ბაიერნს ტრანსფერის სანაცვლოდ 3-დან 4 მილიონ ევრომდე გადაუხდის, რაც იმაზე ორჯერ ნაკლებია, ვიდრე იწერებოდა.
კუიზანსი უკვე ვენეციაში იმყოფება, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს, ამის შემდეგ კი ტრანსფერი გაოფიციალურდება.
ცნობისთვის, კუიზანსი ბაიერნის საკუთრება 2019 წლის აგვისტოდანაა, ამ პერიოდის განმავლობაში ის ფრანგულ მარსელში იყო განათხოვრებული, რაც შეეხება ბაიერნს - მიუნხენური კლუბის მაისურით ფრანგმა ჯამში 13 შეხვედრა ჩაატარა და თავის გამოჩენა 2 გოლით და ამდენივე საგოლე გადაცემით მოახერხა.