ლონდონის ჩელსის და ბელგიის ეროვნული ნარკების ცენტრ-ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ ის 3 ტოპ კლუბი დაასახელა, რომლებიც მისი აზრით ამ მომენტისთვის საუკეთესონი არიან მსოფლიოში:
'ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის მსოფლიოში 3 ტოპ კლუბია: რეალ მადრიდი, ბარსელონა და ბაიერნი. ყველა მოთამაშის ოცნებაა კარიერაში ერთხელ მაინც ითამაშონ ამ გუნდებში. , ამიტომაც ვფიქრობდი, თუ რომელიმე მათგანი შემომთავაზებდა კონტრაქტს, ხელს აუცილებლად მოვაწერდი.
საბოლოოდ ასე არ მოხდა, ამიტომ ჩემს თავს ვუთხარი, მხოლოდ ერთი გუნდია, სადაც საკუთარი თავის დანახვა შემიძლია და ეს ჩელსია', - განაცხადა ლუკაკუმ.