როგორც უკვე მოგახსენეთ, უსმან დემბელესა და ბარსელონას შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა და ფრანგი კლუბთან არსებულ კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს - დემბელეს აგენტებმა კლუბს შემდეგი მოთხოვნები წაუყენეს: წლიური ხელფასი: €40 მილიონი, ბონუსი კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის: €20 მილიონი, რაზეც უარი მიიღეს.
პრესაში ბაიერნის აქტიურ ინტერესზე იწერებოდა, მეტიც, ცნობილი გახდა, რომ დემბელეს აგენტებმა ბაიერნს ფეხბურთელის ტრანსფერი შესთავაზეს, თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობა სკეპტიკურადა არიან განწყობილნი, რადგან ფრანგი ვინგერის ხასიათში ეჭვი ეპარებათ.
ამჟამად, დემბელეს დამატების ყველაზე მეტი შანსი იუვენტუს აქვს, თუმცა ყველაფერი შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს, თუ ბაიერნი თავის პოზიციას შეიცვლის.