კორონა ვირუსმა მიუნხენის ბაიერნშიც იფეთქა, ბოლო მონაცემებით კლუბის ოთხ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
საუბარია მეკარე მანუელ ნოიერზე, მცველ ომარ რიჩარდზე, ნახევარმცველ კორანტენ ტოლისოსა და გარემარბ კინგსლი კომანზე. გარდა ფეხბურთელებისა, კოვიდი დაუდასტურდა ბაიერნის სამწვრთნელო შტაბის წევრ დინო ტომპლერსაც.
ბაიერნმა სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადება დღეს, 3 იანვარს დაიწყო, კლუბის ყველა ფეხბურთელმა და სტაფის თითოეულმა წევრმა ვარჯიშის დაწყებამდე PCR ტესტები გაიკეთეს.