როგორც უკვე მოგახსენეთ, სეზონის მეორე ნახევრის განახლების წინ, მიუნხენის ბაიერნში კოვიდ ვირუსმა იფეთქა. კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კიდევ ორი ახალი შმთხვევა დაადასტურა.
ვირუსი გუნდის ორ მოთამაშეს, ლუკას ერნანდეს და ტანგი ნიენზუ კუასის დაუდასტურდათ, როგორც ცნობილია, ერნანდესს კორონავირუსი მალდივებზე დასვენების დროს შეეყარ - ამ მომენტისთვის ორივე ფეხბურთელი თვითიზოლაციაშია.
აქამდე ვირუსი ოფიციალურად შემდეგ მოთამაშეებს დაუდასტურდათ: მანუელ ნოიერი, კინგსლი კომანი, კორენტინ ტოლისო და ომარ რიჩარდსი, არის ეჭვები, რომ აღნიშნული ვირუსი ლეროი სანეს, იოსიპ სტანისიჩს და დაიოტ უპამეკანოსაც აქვთ, მათი ტესტების პასუხები უახლოეს საათებში იქნება ცნობილი.