მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა ფლიკის გერმანიის ნაკრებშ წასვლაზე და ნაგელსმანის ბაიერნში მოსვლაზე ისაუბრა:
'ნაგელსმანი თითოეული ის ევრო ღირს, რომელიც მასში გადავიხადეთ. გერმანიის ფეხბურთის ასოციაცია და მიუნხენის ბაიერნი ჰანსი ფლიკის ნაკრებში გადასვლაზე შეთანხმდნენ.
მე მწვრთნელების ტრანსფერების დიდი მოყვარული არ გახლავართ - ბაიერნს თავს დაესხნენ და მიუხედავად ამისა, აქეთ დაადანაშაულეს ლაიპციგის მთავარი მწვრთნელის 'მოპარვაში'.
იმის თქმაც შეგიძლიათ, რომ გერმანის ფეხბურთის ასოციაციამ მწვრთნელი ჩვენგან წაიყვანა, არადა მასთან კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ჰქონდა.
არასდროს წამიკითხავს მათ მიმართ დაწერილი კრიტიკა, ასევე არასდროს წამიკითხავს ჰანსის კრიტიკა ბაიერნიდან საკუთარი ინიციატივით წასვლის გამო. ორმაგი სტანდარტებია და სატრანსფერო ბაზარზე მწვრთნელები მუდმივი ვაჭრობა არ უნდა იყოს ნორმა', - თქვა ჰიონესმა.