1 იანვრიდან, მსოფლიოში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და კლუბები ახალი მოთამაშეების ყიდვას ცდილობენ.
თუმცა, როგორც SkySports-ი ირწმუნება, ბაიერნი, მიუხედავად არსებული საკადრო პრობლემებისა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არავის შეძენას არ გეგმავს. გუნდის ხელმძღვანელობა კლუბის რესურსებს ენდობა და ფულის დაზოგვას აპირებენ.
შეგახსენებთ, იანვარშ ბაიერნი ორმა მოთამაშემ მაიჯკლ კუიზანსმა (ვენეცია) და ოლივიერ ბატისტა მაიერმა (დინამო დრეზდენი) დატოვეს.