დღეს ბუნდესლიგის მე-18 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც მიუნხენის ბაიერნმა შინ გლადბახი მიიღო და მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.
აღნიშნული შეხვედრა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ტომას მიულერმა შეაფასა:
'პირველი ტაიმი ცოტათი უცნაური გამოდგა. საწყის 25 წუთში თამაშს მთლიანად ვაკონტროლებდით. გასათანაბრებელი გოლი არაფრისგან მივიღეთ. დარჩენილი 15 წუთი პირველ ტაიმში კი კარგად ვერ ვითამაშეთ.
თავდაცვით თამაშზე გადავედით, თუმცა არც ეს გამოგვივიდა და ბურთის კონტროლის დროსაც ხშირად ვკარგავდით.
ფაქტია, გლადბახი ამ სეზონში და ზოგადად ბოლო წლებში, ჩვენი საყვარელი მეტოქე არ არის', - განაცხადა მიულერმა.