მიუხეადავად იმისა, რომ ბუნდესლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში ბაიერნი შინ გლადბახთან დამარცხდა, რეკორდმაისტერმა მაინც მოახერხა და 2022 წლის პირველივე შეხვედრაში გაიტანა გოლი.
ამ შედეგით, ნაგელსმანის გუნდმა მოახერხა და შიდა ჩემპიონატის ზედიზედ 65-ე შეხვედრაში დალაშქრა მეტოქის კარი. მსგავსი შედეგი ბუნდესლიგაში ერთადერთმა კლუბმა - ისევ ბაიერნმა დააფიქსირა (2012-2014) წლებში.
იმ დროისთვის, ბაიერნის მთავარი მწვრთნელები ჯერ ჰაინკესი და შემდგომში გვარდიოლა იყვნენ. ამჯერად კი, ისტორიის დაწერას ჰანს ფლიკი და იულიან ნაგელსმანი აგრძელებენ.
ცნობისთვის, ბოლოს, როცა ბაიერნმა გოლი ვერ გაიტანა (2020 წლის 9 თებერვალს), მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელი ნაგელსმანი იყო.