COVID | ბაიერნის ოთხმა მოთამაშემ კარანტინი უკვე დატოვა და მომდევნო მატჩისთვის ემზადებიან
როგორც უკვე მოგახსენეთ, ბაიერნში კოვიდ აფეთქებაა, რის გამოც გუნდს მოთამაშეების თითქმის ნახევარი დააკლდა.
თუმცა, გერმანული გამოცემა Bild-ი ირწმუნება, რომ მიუნხენის ბაიერნის ოთხმა მოთამაშემ: კინგსლი კომანმა, ომარ რიჩარდსმა, კორენტინ ტოლისომ და მანუელ ნოიერმა კარანტინი უკვე დატოვეს და მომდევნო შეხვედრისთვის ემზადებიან.
კომანმა და ომარმა ინდივიდუალურად უკვე ივარჯიშეს, ტოლისო და ნოიერი კი კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებიან და ვარჯიშებს ორშაბათიდან გუნდთან ერთად განაგრძობენ.
იგივე წყაროს მტკიცებით, მომდევნო შეხვედრაში, რომელსაც ბაიერნი კიოლნის წინააღმდეგ გამართავს, კარის მთავარი დარაჯი მანუელ ნოიერი და შუახაზელი, კორენტინ ტოლისო სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან.