დორტმუნდის ბორუსიას 27 წლის ნახევარმცველმა, ემრე ჯანმა ბაიერნთან არსებულ კონკურენციაზე ისაუბრა:
'ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ, ამის ნაცვლად კი მუდამ ბაიერნზე ვლაპარაკობთ - ბაიერნი, ბაიერნი, ბაიერნი.
ვნახოთ, სიტუაცია როგორ განვითარდება მატჩიდან მატჩამდე. ამის შემდეგ გაირკვევა, სად აღვმოჩნდებით', - განაცხადა ჯანმა.
მოგვიანებით, ემრემ აინტრახთან მოგებულ შეხვედრაზეც ისაურბა:
'როგორც ამ სეზონში ხშირად ხდება, კარგად დავიწყეთ, თუმცა გოლი გავუშვით, შემდეგ ისევ ცუდი პასები, ცუდი პასები, ცუდი პასები. თუმცა, მეორე ნახევარში თამაში საგრძნობლად გამოვასწორეთ და დამსახურებულადაც მოვიგეთ', - დაამატა გერმანელმა.
ცნობისთვის, 18 ტურის შემდეგ, ბუნდესლიგას ბაიერნი 43 ქულით ლიდერობს, მას თან მოსდევს დორტმუნდი, რომელთაც 37 ქულა აქვთ.