გერმანელმა არბიტრმა, ფელის ცვაიერმა კარიერა დროებით შეაჩერა - ინფრომაციას Tagesschau ავრცელებს და მათივე ცნობით, არბიტრი ბუნდესლიგის მოახლოებულ მატჩებს არ მოემსახურება.
ამის მიზეზი კი ჯუდ ბელინგემის ნათქვამი სიტყვებია - ცვაიერს ბელინგემის სიტყვების შემდეგ, მენტალური აღდგენა სჭირდება.
ყველაფერი ბუნდესლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში მოხდა: ერთმანეთს ბაიერნი და დორტმუნდი უპირისპირდებოდნენ, მატჩის შემდეგ, მსაჯით უკმაყოფილო ინგლისელმა ნახევარმცველმა განაცხადა: 'გერმანიაში მთავარ მატჩს ანდობთ მსაჯს, რომელიც მატჩების ჩაწყობაში მონაწილეობას იღებდა'
გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცვაიერს სურს, ახალგაზრდა ფეხბურთელმა მას ბოდიში მოუხადოს.