მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ლეონ გორეცკას ამჟამინდელ მდგომაროებაზე ისაუბრა:
'ის ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში იმყოფებოდა და 8 კვირის განმავლობაში საერთოდ არ უვარჯიშია. გამორიცხულია, რომ გორეცკას კიოლნის წინააღმდეგ დაბრუნდეს', - განაცხადა ნაგელსმანმა.
AZ-ის ინფორმაციით, შესაძლოა გორეცკამ იანვრის თვეში საერთოდ ვერ ითამაშოს, რადგან რეაბილიტაცია სრულად გაიაროს და განიკურნოს.
გამოცემა გორეცკას დაბრუნების სავარაუდო თარიღად 5 თებერვალს, ლაიპციგის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას ასახელებს.