ბაიერნმა რამდენჯერმე გამოიჩინა ინტერესი მადრიდის რეალის ნახევარმცველის, ფედერიკო ვალვერდეს მიმართ, მაგრამ ესპანურმა კლუბმა 'ზარებს არ უპასუხა' და ყველანაირი შეთავაზება დაბლოკა - ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი ხოსე ფელიქს დიაზი ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, ვალვერდე სამეფო კლუბში თავისი მდგომარეობით კმაყოფილი სულაც არ არის - ურუგვაელ მოთამაშეს მეტი სათამაშო დროის მიღება სურს.
მიუხედავად ამ ფაქტისა რეალ მადრიდი ვალვერდეს სამომავლოდ გუნდის საციცოხლოდ მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს.