ალაბა პერიშიჩი მაღალი კლასის მოთამაშეა

ალაბა პერიშიჩი მაღალი კლასის მოთამაშეა

მიუნხენის "ბაიერნის" უნივერსალური მარცხენა მცველი, დავიდ ალაბა, ივან პერიშიჩის პოტენციურ ტრანსფერს გამოეხმაურა.

30 წლის ხორვატ გარემარბს "რეკორდმაისტერი" 1 წლიანი იჯარით დაიმატებს და სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

"პერიშიჩი განსაკუთრებული მოთამაშეა. ის კარგად მიდის შეტევაში, ძლიერია საჰაერო ორთაბრძოლებში და ორივე ფეხით კარგად თამაშობს.

ის მიჩვეულია მაღალ დონეზე თამაშს. ორი აზრი არ არსებობს, რომ მისი სახით მაღალი კლასის მოთამაშეს ვიმატებთ", - განაცხადა 27 წლის ავსტრიელმა.

ივან პერიშიჩმა სამედიცინო შემოწმება გუშინ უკვე გაიარა და "ბაიერნი" მის ტრანსფერს დღე-დღეზე დაადასტურებს.


13-08-2019, 12:36
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2