გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაიერნის ცენტრალურმა მცველმა, ნიკლას ზულემ ზაფხულში შესაძლოა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.
26 წლის ფეხბურთელის გადაბირებით, ბარსელონაა დაინტერესებული - ინფორმაციას Sport Bild-ი ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, მოთამაშე ტრანსფერის წინააღმდეგი არაა, თუმცა მისთვის პრიორიტეტი ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაში და საკუთარი ძალების იქ მოსინჯვაა.
ცნობისთვის, ზულე ბაიერნის ღირსებას 2017 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში, მან ბაიერნის მაისურით ყველა ტურნირზე 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.