როგორც უკვე მოგახსენეთ, გაორმაგებული ხელფასით - კომანმა ბაიერნთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.
აღნიშნულ ფაქტს, გერმანული კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი, ბიქსენტ ლიზარაზუც გამოეხმაურა:
'ეს ძალიან, ძალიან კარგი არჩევანია. მე რომ კომანის ადგილას ვიყო, ბაიერნი კარიერის ბოლომდე დავრჩებოდი', - განაცხადა ლიზარაზუმ.
ცნობისთვის, ფრანგმა გარემარბმა მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრაში მოირგო ბაიერნის მაისური და თავის გამოჩენა 5 გოლით და 2 საგოლე გადაცემით მოახერხა.