ბაიერნის გერმანელმა ვინგერმა, სერჟ გნაბრიმ FIFA THE BEST-ის ხვალ გასამართ ცერემონიაზე ისაუბრა:
'ვფიქრობ, ბოლო ორი წელია ლევანდოვსკი ყველაზე სტაბილური ფეხბურთელია მსფოლიოში. რაც შემეხება მე, ცხადია ის ჩემი თანაგუნდელია და ვისურვებდი, რომ აღნიშნული ჯილდო მან მოიგოს.
მგონია, რომ ის ამ ყველაფერს მისი თამაშიდან გამომდინარე იმსახურებს. ნოერსაც უნდა მიეღო ჯილდო, იმიტომ რომ ბრწყინვალე მეკარეა. უკვე მრავალი წელია ამტკიცებს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ან ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, ვისი თამაშიც ოდესმე მინახავს.
მგონია, რომ ჯილდოებს ისიც აუცილებლად უდნა იღებდეს', - განაცხადა გნაბრიმ.