როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ირწმუნება, ლონდონის ჩელსის ცენტრალურმა მცველმა, ანდრეას კრისტენსენმა უახლოეს მომავალში შესაძლოა ინგლისური კლუბი დატოვოს.
მისივე მტკიცებით, 25 წლის ფეხბურთელის გადაბირებით მიუნხენის ბაიერნი სერიოზულადაა დაინტერესებული, თუმცა რეკორდმაისტერს ტრანსფერში ბარსელონა ეცილება.
თავის მხრივ, ჩელსის ფეხბურთელის შენარჩუნება და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, თუმცა ფეხბურთელი და კლუბი ფინანსური კუთხის გამო, შეთანხმებას ვერ აღწევენ.
კრისტენსენი ლონდონური კლუბის ღირსებას 2015 წლიდან იცავს და მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულსეწურება.