როგორც უკვე მოგეხსენებათ, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, ბაიერნის მარცხენა მცველს, ალფონსო დევისს მსუბუქი მიოკარდიტის ნიშნები აქვს (გულის კუნთის ანთება).
ახალგაზრდა მოთამაშის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გუნდის შემტევმა, ტომას მიულერმა ისაუბრა:
'მისთვის ეს რთული მდგომარეობაა, დევისმა საკუთარ ჯანმრტელობაზე უნდა იზრუნოს. მე მას კარგად ვიცნობ და ნათლად უნდა ავუხსნათ, რომ ეს სიტუაცია სახუმარო არ არის. ფონზიმ უნდა დაისვენოს და თავს მიხედოს.
მსგავს საკითხებთან ყოველთვის ფრთხილად უნდა ვიყოთ, არ შეიძლება დგე და თქვა - არაუშავს, მომავალ კვირას ყველაფერი კარგად იქნება.... საბედნიეროდ, კლუბს კარგი სამედიცინო სტაფი ჰყავს. ყველას თითები გადაჯვარედინებული გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება', - განაცხადა მიულერმა.