პერიშიჩი ჩვენ ყველა ტიტულს ვუმიზნებთ

პერიშიჩი ჩვენ ყველა ტიტულს ვუმიზნებთ

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა, ივან პერიშიჩმა, გერმანულ გრანდში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ძალიან მიხარია, რომ გერმანიაში დავბრუნდი.

მიუნხენის "ბაიერნი" ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. ჩვენ გვინდა, რომ ყველა ფრონტზე შევუტიოთ - არამხოლოდ ბუნდესლიგასა და გერმანიის თასზე, არამედ ჩემპიონთა ლიგაზეც", - განაცხადა პერიშიჩმა.

30 წლის ხორვატი, რომელიც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, "რეკორდმაისტერს" მილანის "ინტერიდან" 1 წლიანი იჯარით შეუერთდა.

პერიშიჩი სერჟ გნაბრისა და კინგსლი კომანს გაუწევს კონკურენციას ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად.


13-08-2019, 19:35
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2