მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ განმარტა, თუ რატომ გაიყვანა ჟორჟინიო ფიფას The Best-ის დაჯილდოებაზე პირველ ადგილზე.
ცნობისთვის, პოლონელმა ხმები შემდეგნაირად გადანაწილა: პირველი ადგილი - ჟორჟინიო, მეორე ადგილი - ლიონელ მესი, მესამე ადგილი - კრიშტიანო რონალდო.
'მე მუდამ შემტევ ფეხბურთელებს ვაკვირდები, თუმცა ის, რაც ჟორჟინიომ მოიგო, ძალიან ბევრს ნიშნავს. ყოველთვის ნეიტრალურ პოზიციაზე უნდა დარჩე. გარდა ამისა, მან ძალიან მნიშვნელოვანი გოლებიც გაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ ექვსიანის პოზიციაზე თამაშობს. ეს მისთვის, როგორც ჩელსიში, ისე იტალიის ნაკრებში გიჟური წელი იყო', - განაცხადა ლევანდოვსკიმ.
ფიფას აღნიშნული ჯილდო საბოლოოდ რობერტ ლევანდოვსკიმ მოიგო, თანაც ზედიზედ მეორედ.