როგორც უკვე მოგახსენეთ, ლეონ გორეცკა ტრავმირებულია და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.
გერმანული გამოცემების მტკიცებით, ფეხბურთელმა ინდივიდუალურად, ბურთთან ერთად ვარჯიშები უკვე დაიწყო.
გერმანელი შუახაზელის გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და მოედანს დიდი ალბათობით თებერვლის დასაწყისში დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, გორეცკამ აღნიშნული ტრავმა 2021 წლის მიწურულს მიიღო და მას შემდეგ მოედანზე აღარ გამოსულა - მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 12 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.