"ვფიქრობ, ივანი თავისი მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებით გუნდს მომენტალურად მოუტანს სარგებელს.
დარწმუნებული ვარ, პერიშიჩს ადაპტაციის პრობლემა არ ექნება, ვინაიდან ბუნდესლიგას, გერმანულ ფეხბურთსა და მთავარ მწვრთნელ ნიკო კოვაჩს კარგად იცნობს", - განაცხადა ბოსნიელმა.
ივან პერიშიჩი გერმანიის ჩემპიონატში 4 წელი ასპარეზობდა - 2011-13 წლებში დორტმუნდის "ბორუსიაში", ხოლო მომდევნო ორი წელი "ვოლფსბურგის" ღირსებას იცავდა.
პერიშიჩი 2013-15 წლებში ხორვატიის ნაკრებში სწორედ კოვაჩის ხელმძღვანელობით ასპარეზობდა.

