მიუნხენის ბაიერნი ბარსელონას ნახევარმცველის, ფრენკ დე იონგის ტრანსფერით დაინტერესდა. მიუნხენური კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ნიდერლანდელი შუახაზელის აგენტებს და ინტერესის შესახებ ამცნეს.
მეტიც, გერმანულ კლუბს დე იონგის დამატება იანვარშივე სურს, თუმცა ეს ნაკლებ სავარაუდოა. მიუხედავად ამ ფაქტისა, ნაგელსმანის გუნდი ზაფხულში კვლავ ეცდება ფრენკის ტრანსფერის განხორციელებას.
მომდევნო დღეები და მოლაპარაკებები გადამწყვეტი იქნება დე იონგის მომავლისთვის.
გერმანულ transfermarkt-ს 24 წლის ნახევარმცველი 70 მილიონ ევრო ჰყავს შეფასებული - დე იონგმა მიმდინარე სეზონში კატალონიური გუნდის მაისური 25 შეხვედრაში მოირგო და თავის გამოჩენა 1 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით მოახერხა.