მიუნხენის ბაიერნის ფრანგმა შემტევმა, კინგსლი კომანმა გერმანული კლუბის ფინანსურ შესაძლებლობებზე ისაუბრა:
'ბაიერნსაც აქვს ფული, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც ინგლისური კლუბების უმრავლესობას ან თუნდა პსჟს.
თუმცა, საქმე ყოველთვის ფულში არაა, ბაიერნი ნამდვილი გუნდია. ერთიანები ვართ, რთულ სიტუაციებში მუდამ ერთად ვართ - აი ეს არის მთავარი', - განაცხადა კომანმა.
ცნობისთვის, კომანმა ბაიერნთან არსებული კონტრაქტი ახლახანს, 2027 წლამდე გაახანგრძლივა და ახალი პირობების თანახმად, ფრანგი ვინგერი ყოველწლიურად 17 მილიონ ევროს მიიღებს ანაზღაურების სახით.