მიუნხენური კლუბის პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, დღევანდელ პრესკონფერენციაზე ოლივერ კანის როლიც განიხილა.
"ოლივერთან კარიერის დასრულების შემდეგ მუდმივად მქონდა კონტაქტი. ის გაწონასწორებული და ჭკვიანი ადამიანია. ვფიქრობ, კანი ამ პოსტისთვის ზედგამოჭრილი კანდიდატია.
ოლივერ კანი ამ წლებში კარლ ჰაინც-რუმენიგესგან ისწავლის, ხოლო შემდეგ თავად აიღებს თავზე პასუხისმგებლობას.
ვფიქრობ, რომ მისგან ძალიან კარგი აღმასრულებელი დირექტორი დადგება", - განაცხადა ჰიონესმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ "ტიტანი" "რეკორდმაისტერს" 2020 წლის იანვრიდან შეუერთდება. კანმა 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ოლივერი 2022 წლის იანვრიდან მიუნხენური გრანდის ახალი გენერალური დირექტორი გახდება და კალე რუმენიგეს ადგილს დაიკავებს.