როგორც უკვე მოგახსენეთ, ნიკლას ზულე ზაფხულში ბაიერნს დატოვებს და 4-წლიანი კონტრაქტით დორტმუნდის ბორუსიას შეუერთდება.
გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის მცველმა მიუნხენურ კლუბთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება ფინანსური მხარის გამო ვერ მოახერხა, ახლა კი ირკვევა, რომ ზულეს დორტმუნდში ყოველწლიურად 10 მილიონი ევრო ექნება ხელფასის სახით.
ამ მომენტისთვის, გერმანელი მცველი ბაიერნში დაახლოებით 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და როგორც ჩანს, ბაიერნმა ფეხბურთელს ხელფასის მომატებაზე უარი განუცხადა.
ცნობისთვის, ზულე ბაიერნში მეხუთე სეზონს ატარებს, მისი მონაგარი კი ამ დროის განმავლობაში შემდეგნაირია: 159 მატჩი, 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.