მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკლას ზულეს დორტმუნდში ტრანსფერზე ისაუბრა:
'ზულე ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ნაკრების მოთამაშედ ჩამოყალიბდა. მე მისგან ველოდები, რომ დარჩენილი სამი თვის განმავლობაში ის ბაიერნს მიზნების მიღწევაში და ტიტულების მოგებაში ყველანაირად დაეხმარება.
ვფიქრობ, დორტმუნდი მუდამ ჩვენთან კონკურენციაზე ფიქრობს, რაც ცხადია ბუნდესლიგისთვის კარგია, მაგრამ როგორც ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ნახეთ, ბაიერნმა იცის როგორ დაიცვას თავი და სამომავლოდაც ამის გაკეთებას ვაპირებთ', - განაცხადა ჰაინერმა.
პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზულე ბაიერნიდან დორტმუნდში დაფასების ნაკლებობის გამო წავიდა, რაზეც კლუბის პრეზიდენტმა განაცხადა:
'მე შემიძლია მხოლოდ ჩემზე და ბაიერნში მომუშავე ადამიანებზე ვისაუბრო, ჩვენ ყველა ვაფასებთ ზულეს და ვიცით, რას ნიშნავს მისი გუნდში ყოლა, თუ ის დაუფასებლობას გრძნობდა, ამის თაობაზე მას უნდა ჰკითხოთ', - დაამატა ჰაინერმა.