ახლახანს, მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გუნდში კორონავირუსის ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაადასტურა.
როგორც კლუბის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ვირუსი ბაიერნის 18 წლის ტალანტს, ჯამალ მუსიალას დაუდასტურდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და შიდაიზოლაციაში იმყოფება.
სავარაუდოდ, მუსიალას 2 კვირამდე გაუცდება.