მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ კლუბის გერმანელი ვინგერის, ლეროი სანეს საოცარ სათმაშო ფორმაზე ისაუბრა:
'სანე სრულიად განსხვავებული მოთამაშე გახდა, ახლა ის თამაშებში სულ სხვაგვარად მონაწილეობს'
რუმენიგესთვის სანეს წარმატების მთავარი ფაქტორი სეზონის ცუდ სტარტზევე მის მიმართ მიმართული კრიტიკა და გულშემატკივრების ტრიბუნებიდან სტვენა გახლდათ, მისი თქმით, მსგავსი სახის კრიტიკა გერმანელი მოთამაშისთვის სასარგებლო იყო:
'ეს აშკარად გამოფხიზლების სიგნალი იყო მისთვის შემდეგი სიტყვებით: 'მე უნდა შევცვალო ყველაფერი და ასევე გავამართლო კლუბის მოლოდინები და ის ნიჭი, რომელიც ღმერთმა დაბადებისას მარგუნა, ახლა ის ამ პირობებს სრულად ასრულებს', - განაცხადა რუმენიგემ.
ცნობისთვის, ლეროი სანეს სტატისტიკა მიმდინარე სეზონში შემდეგია: 29 თამაში, 12 გოლი და 13 საგოლე გადაცემა.